საზოგადოება
21/10/2021

BTU ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერიტეტი (BTU) ახალი სასწავლო წლიდან, ციფრული მარკეტინგის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას იწყებს.

პროგრამაზე მიღება უკვე 2022 წელს გამოცხადდება.

უნივერსიტეტმა, რომელიც მეხუთე წელია, სტუდენტებს გამორჩეულ და უახლეს სასწავლო პროგრამებს სთავაზობს, ახალი პროგრამის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია უკვე გამართა.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ (BTU),  ახალი სასწავლო წლიდან, ციფრული მარკეტინგის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას იწყებს. მიღება უკვე 2022 წელს გამოცხადდება.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, მნიშვნელოვანია პროგრამის ფარგლებში პარტნიორობა ქართული ციფრულ მარკეტინგულ სააგენტოებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება წამყვან კომპანიებთან უკვე შედგა, პროგრამის ყველა სტუდენტი, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, სწავლის პერიოდშივე დასაქმდება.

მრავალფეროვანია იმ პოზიციების ჩამონათვალი, რომლებზეც შეუძლია სტუდენტსა თუ კურსდამთავრებულს მუშაობა: მარკეტერი, ციფრული მარკეტერი, ბრენდ-მენეჯერი, რეკლამის მენეჯერი, ექაუნთ მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი და სხვ. კურსდამთავრებულის პოტენციური დამსაქმებლები შეიძლება იყვნენ მარკეტინგული და კრეატიული პროექტების შემქმნელი სააგენტოები, მედიაჰოლდინგები, მარკეტინგული კვლევების და მარკეტინგული კონსალტინგის სექტორის კომპანიები, ბანკები, საინვესტიციო კომპანიები და სხვა ნებისმიერ ორგანიზაცია, რომელსაც მარკეტინგის დეპარტამენტი აქვს.

კურსზე ჩარიცხულ სტუდენტებს, ევროპის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ სრულად დაფინანსებულ, გაცვლით პროგრამებში და შეიძინონ ცოდნა იმ დასავლური სტანდარტებისა, რომელიც მათ მსოფლიოში გამოარჩევს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023