საზოგადოება
10/06/2021

ბიძინა კულუმბეგოვი: სრულად ვაქცინაცია ახალი შტამებისგან დაცვის მეტ გარანტიას იძლევა

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ადამიანები სწრაფად უნდა აიცრან ორჯერადად, რადგან კორონავირუსის მუტაციის შემთხვევაში უფრო მეტად იყვნენ დაცულები.

“რაც უფრო მალე იქნებიან ადამიანები ორჯერადად აცრილები, მეტი გარანტიაა, რომ შეშფოთების ვარიანტებისგან, ახალი მუტაციების განვითარების შემთხვევაში, უფრო მეტად იყვნენ დაცულები“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მან განმარტა, რატომ სჭირდებათ მაინც ვაქცინა იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.

მისი თქმით, ინფექციის შემდეგ მყარი იმუნიტეტის არსებობის გარანტია არავის აქვს და არ აზღვევს მათ რეინფიცირებისგან.

“როდის განილევა ეს იმუნიტეტი არავინ იცის, შესაბამისად ინფიცირების შემდეგ ვაქცინაცია აუცილებელია“, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით,  ვირუსისგან დაცვის ხარისხი ბუნებრივია 1 ინექციის შემდეგ ისეთი მაღალი არ არის, როგორც მეორე დოზის მიღების შემთხვევაში. კოვიდვაქცინები, ისევე როგორც დანარჩენი სხვა, ვირუსის გადადებისგან 100%-ით არ იცავს, თუმცა დაავადების გართულების და ლეტალობის სრულ პრევენციას ახდენს.

მისი თქმით, ორჯერადად აცრის შემთხვევაშიც შეიძლება დაემართოთ ადამიანებს კორონავირუსი, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კვლევებმა აჩვენა, მათ ოჯახის წევრებისთვისაც კი არ გადაუდიათ ვირუსი.

“ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ, ლორწოვანში ამ ვირუსის შემცველობა იმდენად დაბალია, რომ ვირუსის გადადების ძალიან დაბალი შანსია“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.  

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაცია ინფექციის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ ტარდება. ეს პერიოდი იმიტომ განისაზღვრა, რომ საქართველოში ვაქცინებზე ამ ეტაპზე მაღალი ხელმისაწვდომობა არ არის.

“ბრიტანეთში 28 დღეა, საფრანგეთში 6 თვე, ამერიკაში როგორც კი იზოლაციის პერიოდი დასრულდება, რომელიც მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში დაახლოებით 10 დღეა, მაშინვე შეუძლია ადამიანს აიცრას. საქართველოს შემთხვევაში 120 დღე შეიძლება შემცირდეს, როგორც კი ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა უფრო მასშტაბური იქნება. მე, პერსონალურად მხარს დავუჭერს, რომ მინიმუმ 3 თვეზე მაინც ჩამოვიდეს ეს დრო“, -აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023