საზოგადოება
17/07/2020

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდს ქირურგი, ლევან ფერაძე შეუერთდა

ნიუ ჰოსპიტალსის გუნდს ბავშვთა ქირურგი, ლევან ფერაძე შეუერთდა, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ლევან ფერაძეს 34 წლიანი პროფესიული გამოცდილება გააჩნია და მისი სპეციალიზაცია ბავშვთა ქირურგიასა და პედიატრიას მოიცავს. განათლება და გამოცდილება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ-ს “სკრენტონის უნივერსიტეტში”. ამავდროულად, იგი არის 32 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და „ბავშვთა ქირურგები ჯანმრთელი მომავლისთვის“ - ასოციაციის თავჯდომარე.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის საბავშვო ჰოსპიტალთან თანამშრომლობით პაციენტებს სთავაზობს სრული სპექტრის ქირურგიულ მომსახურებას, რაც მოიცავს ინვაზიურ პროცედურებს, ლაპარასკოპიულ ინტერვენციებს, ღია ქირურგიულ ოპერაციებს და ახალშობილთა ქირურგიას.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი უპრეცედენტო ინფრასტრუქტურით, აღჭურვილობით და სერვისების ხარისხით, მოსახლეობას სთავაზობს პაციენტის მზრუნველობაზე ორიენტირებულ, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022