საზოგადოება
07/09/2020
ბათუმსა და ქობულეთში სწავლა დისტანციურად დაიწყება
მთავრობას ბათუმში ეპიდმდგომარეობის გათვალისწინება უხდება, რაც სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით კორექტირებას გულისხმობს, კერძოდ, პროცესი დისტანციურად განახლდება.
"დღეს ინფიცირების ახალი 34 შემთხვევა გვაქვს. 20 შემთხვევა ბათუმიდანაა. ბოლო თვეების განმავლობაში იქ მობილობა ძალიან მაღალი იყო. ველოდით ინფიცირების გარკვეულ ზრდას. მთავარია, ეპიდემიის მართვის პროცესი კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, ორი კვირით 1-ელ ოქტომბრამდე ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, მანამდე ორი კვირა ონლაინ სწავლება იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ
ამას გარდა, 15 სექტემბრიდან საქართველოში შემოსული ყველა უცხოელი ვალდებული იქნება თან იქონიოს 72 საათიანი პისიარ ტესტი.