საზოგადოება
07/07/2020

ბაკურიანის წყალმომარაგებაზე 10 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანში სასმელი წყლის დებიტის გაზრდისა და დაბის შეუფერხებელი წყალმომარაგებისთვის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ორი ტენდერი გამოაცხადა.

ორივე პროექტის ბიუჯეტი ₾10 მლნ-მდეა.

ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებზე წინადადების მიღება 20 ივლისს, წყლის სისტემის ოპტიმიზაციის სამუშაოებზე 17 ივლისს სრულდება. 

ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა სამუშაოები 2020  წლის დეკემბერში  უნდა დაასრულონ, რათა კურორტი ზამთრის სეზონს მომზადებული შეხვდეს. 

სამუშაოები ითვალისწინებს წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. ასევე, ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენის ახლით ჩანაცვლებას. გარდა ამისა,  მოეწყობა ჭაბურღილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის შემკრებ კამერებს, სატუმბო სადგურს და წყლის გამწმენდ ნაგებობას.

 

Businesspartner