საზოგადოება
04/02/2021

ბაღები აღსაზრდელებისთვის ჯერ-ჯერობით დაკეტილი რჩება

ბაღების გახსნასთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღი უცნობია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, შესაბამისი განცხადება ცალკე გაკეთდება.

„ეპიდსიტუაცია საშუალებას გვაძლევს 15 თებერვლიდან მთელი სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში. რაც შეეხება, ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებს ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოყვება. კონკრეტული თარიღების შესახებ ცალკე განცხადება გაკეთდება.

ამასთან, ხაზგასმით მინდა ვთქვა, სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, მასწავლებლები გაივლიან ტესტირებას და სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.