საზოგადოება
17/08/2021
აუცრელ ესენციურ ჯგუფებს სახელმწიფო სექტემბრიდან უფასოდ აღარ გატესტავს
15 სექტემბრიდან აუცრელ ესენციურ ჯგუფებს სახელმწიფო უფასოდ აღარ გატესტავს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათი ტესტირება ისევ სავალდებულო იქნება, ვაქცინირებულების გატესტვას სახელმწიფო დააფინანსებს, აუცრელების გატესტვას კი, დამსაქმებელი ან თავად დასაქმებული უზრუნველყოფს.
“სახელმწიფო უზრუნველყოფს, მათ უფასოდ მიაწოდოს ვაქცინა. კეთილი ინებონ და აიცრან, თუ არა და ვალდებულებაა, ისინი გარკვეულ პერიოდში, 2 კვირაში ერთხელ, ზოგი კვირაში ერთხელ გაიტესტონ. მაშინ დადგება საკითხი, რომ ტესტირება ჩატარდეს დამსაქმებლის ან დასაქმებულის ხარჯზე“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.