საზოგადოება
23/03/2022

autoElement გაყიდვების 10%–ს უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს

ქართული სტარტაპი autoElement-ი თავისი გაყიდვების 10%-ს უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს.

"ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაღაც ფორმით უკრაინელ მოსახლეობას დავხმარებოდით, ამიტომ გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილს სწორედ აქეთ მივმართავთ," – ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის ოპერაციული დირექტორი ბიქტორი სალდაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში სტარტაპის აპლიკაციას თითქმის 150 ათასი ავტომფლობელი და 2000-ზე მეტი მაღაზია იყენებს. autoElement ამჟამად 5 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი. თუმცა, კომპანიას კიევში, სადაც 100–მდე იურიდიული პარტნიორი ყავდა, ოპერირების დროებით შეაჩერება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ autoElement–ის მობილური აპლიკაცია ავტომფლობელებსა და მაღაზიებს ერთმანეთთან აკავშირებს. შედეგად, ავტომფლობელი ზოგავს ავტონაწილების ძიების დროს, 7–8 საათიდან 5 წუთამდე. აპლიკაციაში მოთხოვნის გაგზავნით, რამდენიმე წუთში მაღაზიები კონკრეტული პროდუქტის შესახებ შეთავაზებებს უგზავნიან მომხმარებელს, ხოლო ის ირჩევს საუკეთესო ვარიანტს.