საზოგადოება
19/10/2020

ათიათასობით გაზრდილი ზარები 112-ში - რას აკეთებს მთავრობა პრობლემის მოსაგვარებლად

საქართველოს პრემიერის განმარტებით, კორონავირუსის მიმართულებით 112-ში ზარები რამდენიმე ათასით არის გაზრდილი.

გიორგი გახარიას განმარტებით, ამის გამო გარკვეული ხარვეზებია, რომელიც მაქსიმუმ 1 კვირაში აღმოიფხვრება.

„112-ში დღეს ზარები ათობით ათასით არის გაზრდილი. ჩვენ ამ ზარების დივერსიფიცირება მოვახდინეთ და ის გადანაწილდება სხვადასხვა ქოლ ცენტრში რეგიონალური და დარგობრივი თვალსაზრისით. ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. ყოველდღიურად 112-ის მუშაობის ხარისხი სულ უფრო მეტად გაიზრდება. დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება, რომ იქ არანაირი ხარვეზი აღარ დარჩეს“,- განაცხადა გახარიამ.