საზოგადოება
26/04/2021

AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს

AstraZeneca-ს ვაქცინით მეორე დოზით აცრის პროცესი 15 მაისიდან დაიწყება. ამ დრომდე კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოს სხდომები გაიმართება, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, 55 წელს ქვემოთ ასაკის პირები, რომლებიც AstraZeneca-თი არიან აცრილები, მეორე დოზას რომელ ვაქცინას გაიკეთებენ.   

მისი თქმით, ჯანმოს, ევროპის წამლის სააგენტოს და თვითონ AstraZeneca-ს მწარმოებლის რეკომენდაციაა, რომ ვინც პირველი დოზა AstraZeneca გაიკეთა, მეორე დოზაც იგივე ვაქცინა იყოს გამოყენებული.   

“ასაკობრივი შეზღუდვა ამ ვაქცინასთან მიმართებაში არ დაუწესებია არც ევროპის წამლის სააგენტოს და არც ჯანმოს. ეს დააწესა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. ქვეყნებში სხვადასხვა ასაკობრივი ზღვარია დაწესებული, ზოგ ქვეყანას კი, საერთოდ არც დაუწესებია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში AstraZeneca-თი მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის პირები იცრებიან