საზოგადოება
30/06/2021

AstraZeneca - Pfizer-ით მხოლოდ კლინიკებში აიცრებიან, ჩინური ვაქცინებით აცრის ცენტრებშიც

ჯანდაცვის სექტორი მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება. ივლისიდან საქართველო 1 მილიონ დოზაზე მეტ ვაქცინას ელოდება. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, კლინიკებს ამცრელი ცენტრები ეტაპობრივად ემატება. ამცრელი ცენტრი მობილიზებულია “ჰუალინგში“. მისი მოწყობა იგეგმება ასევე ლილოში. 

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 200-მდე კლინიკა და 281 ამცრელი ბრიგადა. ერთი ამცრელი ბრიგადის გამტარუნარიანობა 60 პაციენტია, ისინი 8 საათიანი გრაფიკით მუშაობენ. თუმცა, კლინიკებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ამცრელი ბრიგადების რაოდენობა და სამუშაო საათები გაზარდონ. 

“ჩვენ დღეში 17 000 მოქალაქის აცრა შეგვიძლია. თვეში ნახევარი მილიონი მოქალაქე აიცრება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.  

მისი განმარტებით, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კლინიკებში, ჩინურ ვაქცინებზე Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრა შესაძლებელი იქნება ამცრელ ცენტრებშიც.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023