საზოგადოება
17/02/2022

ასოციაცია "ანიკამ" შშმ პირების კანონის გამარტივებული სახელმძღვანელო გამოუშვა

ასოციაცია "ანიკამ" პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანამშრომლობა კანონის საშუალებით უფლებების დასაცავად" ფარგლებში შექმნა სახელმძღვანელო - "საქართველოს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ".

საქართველოს კანონის გამარტივებული შინაარსი/კომენტარები არაიურისტი ადამიანებისათვის მარტივად აღქმისა და შშმ პირთა უფლებების უკეთ გაცნობის მიზნით შეიქმნა.

ორგანიზაციამ "შშმ პირთა უფლებების შესახებ" კანონის ცვლილებების ინიცირების დოკუმენტი პარლამენტში წარსადგენად შეიმუშავა.

ასოციაცია "ანიკამ" NDI ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" დაიწყო ერთ წლიანი პროექტის – "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანამშრომლობა კანონის საშუალებით უფლებების დასაცავად" განხორციელება.

პროექტი ხორციელდება თბილისში, შიდა ქართლში, გურიასა და აჭარაში, რომლის მიზანია "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს ახალი კანონით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების რეალიზების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე, შშმ პირთა თემის აქტიური ჩართულობით.

ადვოკატირების კამპანიების ფარგლებში მომზადდა ვიდეო-რგოლი, შეიქმნა თბილისის, შიდა ქართლის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქმედი შშმ პირთა ორგანიზაციების შესახებ მონაცემთა ბაზები და გაკეთდა მიზნობრივი რეგიონების საჭიროებების ანალიზი და განხორციელდა სემინარები თემის წევრებთან ახალი კანონის შესახებ, რეგიონული საჭიროებეის გათვალისწინებით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023