საზოგადოება
29/06/2022

ასოციაცია "ანიკა": აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს შშმ პირების დასაქმების პროცესში

ასოციაცია "ანიკას" ორგანიზებით კონფერენცია "ანიკას მომსახურებები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" გაიამრთა, რომლის მიზანია ასოპციაციის ერთ-ერთი წარმატებული და ინოვაციური პროექტის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება დაინტერესებული პირებისთვის.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმებისა და კეთილდღეობის პროგრამა" ინტეგრირებულია შშმ ბავშვთა და შშმ პირთა დღის ცენტრების სახელმწიფო პროგრამაში და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებსა და ზრდასრულ პირებს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების დასწავლა/გაუმჯობესებაში.

მონაწილეები სწავლობენ დამოუკიდებლად ცხოვრებას და გამოწვევების დაძლევას. ჩართული არიან ისეთ აქტივობებში როგორიცაა, კულინარია, კომპიოუტერული უნარების ათვისება და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ პროგრმა მონაწილეებს დასაქმების ღია ბაზრისთვის ამზადებს და ეხმარება გრძელვადიანი და ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებაში.

"დღევანდელი მონაცემებით, უკვე დასაქმდა 84 შშმ პირი, ხოლო სტაჟირება გაიარა დაახლოებით 15 ადამიანმა. ასოციაცია აქტიურად მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი ბიზნესი/კომპანია ჩაერთოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების პროცესშში, რაც ძალაინ მნიშვნელოვანია მათი სოციალიზაციისთვის."–აცხადებს ასოციაციის დირექტორი ირინე ინასარიძე. 

შეგახსენებთ, რომ ასოციაცია "ანიკას" მომსახურებები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა.