"აშშ მზადაა COVID-ით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაში საქართველოს დაეხმაროს"
აშშ-ში საქართელოს ელჩის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები კორონა ვირუსის შედეგებთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს დახმარების მზაობას გამოთქვამს.
„ჩვენთვის covid ინფექციით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს საქართველოს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გვექნება მზარდი ეკონომიკური პროექტები. იცით, რომ რამდენიმე თვის წინ პრემიერი ესაუბრა და ამერიკის განვითარების ფინანსური კორპორაცია გეგმავს, განიხილოს მისი საქართველოში დაფუძნების პერსპექტივა, რაც ახალ პროექტებსა და კონკრეტულ მსხვილ ინფრატრუქტურულ პროექტებს შეუწყობს ხელს. ამაზეც იყო საუბარი, ორივე მხარე მიესალმა ამ პროცესს“,- აღნიშნა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ეწვია. მაიკ პომპეო ქვეყანას დღეს ტოვებს.