საზოგადოება
01/07/2021

არქიტექტურის სამსახური კერძო სახლების მშენებლობაზე: ახალი უბნების განვითარება გამოწვევაა

მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილსში კერძო სახლების მშენებლობა განაშენიანების გენერალური გეგმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

თემურ ბოლოთაშვილის განცხადებით, მშენებლობის ნებართვებზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც მისასალმებელია, თუმცა ამ ფაქტს თან ერთვის გამოწვევებიც.

„ახალი უბნების განვითარება ნამდვილად გამოწვევაა. მას შესაბამისი ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომა სჭირდება. ასევე აუცილებელია დაგეგმარება იმისთვის, რომ არ მივიღოთ ისეთი განაშენიანება, რაც სხვადასხვა პერიოდში დედაქალაქში მივიღეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ გაუნაშენიანებელი ტერიტორიების განვითარება მოხდეს განაშენიანების რეგულირების გეგმებით. სწორი დაგეგმარებით ძალიან კარგი გარემოს მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში ჩვენი მუნიციპალიტეტის ურბანულ განვითარებაზე პასუხისმგებელი და არქიტექტურის სამსახურები უზრუნველვყოფთ გაუნაშენიანებელი ტერიტორიების მსგავსად განვითარებას. არაფრის დიდებით არ ვუშვებთ ინდივიდუალურად განვითარების შესაძლებლობას“,- განაცხადა ბოლოთაშვილმა.