საზოგადოება
13/04/2022
არჩილ გაჩეჩილაძე: საპენსიო ტენდერთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განხილვები გვაქვს
მიიღებს თუ არა საქართველოს ბანკი საპენსიო გასაცემლების ტენდერში მონაწილეობას უცნობია.
ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საკითხი განიხილეს, თუმცა ამ თემაზე დეტალურად არ საუბრობს.
"გავეცანით ტენდერის პირობებს, მნიშვნელოვანი განხილვები გვაქვს, თუმცა გადაიზრდება თუ არა ეს ტენდერში მონაწილეობაში, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ."– განაცხადა, გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, ლიბერთი ბანკს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.