საზოგადოება
24/02/2021

არასწორად განხორციელებულ მშენებლობაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება

არასწორად განხორციელებულ მშენებლობაზე ჯარიმასთან ერთად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ მშენებლობა არასწორად ხორციელდება და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან, პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ დარღვევა გამოსწორებული არ იქნება და მშენებლობა არ შეჩერდება, ამოქმედდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„ეს ღონისძიება იქნება ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი, მუნიციპალიტეტის ხელში, რომ მომავალში არ მივიღოთ დარღვევით აშენებული ათეულობით და ასეულობით შენობა-ნაგებობები, რომელიც სამწუხაროდ დღეს გვაქვს ქალაქში.

ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაწესრიგოთ. ამ ყევლაფერს წერტილი დავუსვათ. რადგან მოქმედი კანონმდებლობა დარღვევაზე სათანადო რეაგირების საშუალებას არ იძლება, თბილისში ჩვენ მივიღეთ ასეულობი დაუსრულებელი მშენებლობა, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა დარღვევებით და დღეს ამ ობიექტების მესაკუთრეებს წარმოადგენს თბილისელები.  

ჩვენ რამდენიმე წლის წინ ასეთ დარღვევებზე გავზარდეთ ჯარიმები, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო. მაგრამ ფაქტია, ვდგავათ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევების, ან მათგან გამოწვეული პორბლემების პირისპირ. სწორედ ამიტომ შემოგვაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner