საზოგადოება
16/12/2020
“არ გვინდა დიდი დღესასწაულები,არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები“ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ 24 დეკემბერს სავაჭრო მოლები გაიხსნება და ნაკადების გადაადგილების თვალსაზრისით მოხდება იგივე, რაც შავ პარასკევს, ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ დამძიმდება.
"არ გვინდა დიდი დღესასწაულები,არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ. წელს ვიყოთ ბევრად მოკრძალებულები. არის სტაბილიზაცია, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი წყალში ჩავყაროთ. თუ 24-ში აკრძალვები შემსუბუქდა და იგივე მოხდა, რაც შავ პარასკევს იყო, შეიძლება ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკები და ისევ დამძიმდეს მდგომარეობა",- აღნიშნა გამყრელიძემ.