საზოგადოება
14/02/2023

ანუკი ვეფხვაძის ქალთა სტუდია: ენერგიის ფსიქოლოგიის პროგრამაში ათასობით ქალია ჩართული

ენერგიის ფსიქოლოგია, მართვა და შესწავლა - პროგრამები ქალბატონებისთვის, რომელიც ფსიქოლოოგის სფეროს სიყვარულით დაიწყო და ახლა ათასობით მომხმარებელს აერთიანებს.

"ანუკი ვეფხვაძის ქალთა სტუდიის" დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ დღესდღეობით ძალაინ ბევრ ქალს სჭირდება ფსიქოლოგიურად გაძლიერება და ამიტომაც მათ მომსახურებაზე მოთხოვნა დიდია.

"ყოველთვის გატაცებული ვიყავი ფსიქოლოგიით, შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ იმდენად კარგი პროფესიონალი გავმხდარიყავი და მიმეღო სათანადო ცოდნა, ინფორმაცია, რომ სხვა ქალბატონებსაც დავხმარებოდი, რადგან ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ საქართველოში ქალებს სჭირდებოდათ გაძლიერება პიროვნულად, ოჯახებში, კარიერაში. ეს ცოდნა კი მათ საკუთარი თავის შეცნობაში და თვითრეალიზაციაში დაეხმარებოდათ.

გარკვეული დროის შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყე საქმიანობა და ეს კიდევ უფრო საინტერესო და პროცესი იყო ჩემთვის. აქედან გამომდინარეც გაჩნდა სახელწოდება:"ანუკი ვეფხვაძის ქალთა სტუდია". დავიწყე ცოცხალი და ონლაინ ტრენინგები, სადაც ქალბატონები იღებდნენ მნიშვნელოვან ცოდნას, რომ მეტად გაძლიერებულიყვნენ, მომავლის ცოდნას, სადაც ქალბატონებმა შეიცნეს საკუთარი ენერგიის ძალა და ამ ცოდნით ისინი ქმნიან სასურველ ცხოვრებას, მიჰვებიან საკუთარ სურვილებსა და მიზნებს."-ამბობს ანუკი ვეფხვაძე.

სტუდიის მომსახურება ონლაინ ტრენინგებს, სემინარებს მოიცავს და გათვლილია ძირითადად ზრდასრულ ქალბატონებზე, მოზარდ და სტუდენტ გოგონებზე, მათ შორის ემიგრანტებზე.  

როგორც სტუდიის ხელმძღვანელი ამბობს, ამ ეტაპზე პროგრამაში ათასობით ადამიანია ჩართული.

"მოთხოვნა სულ არის, როდესაც ახალ პროგრამას ვაანონსებ. პანდემიის დროს უფრო მეტად გავზარდე ცნობადობა, მეტი ხალხი ჩაერთო და სარგებლობდა ჩემი მომსახურებით, გასაკვირი არც არის, რადგან ეს რთული პერიოდი იყო და ფსიქოლოგია მათ მნიშვნელოვნად ეხმარებოდათ. რაც შეეხება მომსახურების ღიურებულებას, დამოკიდებულია პროგრამის ხანგრძლივობაზე, თემაზე."-აცხადებს სტუდიის დამფუძნებელი.