საზოგადოება
31/03/2021
ამირან გამყრელიძე: ვაქცინა ვირუსის მძიმე მიმდინარეობის და სიკვდილიანობის პრევენციას ახდენს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კოვიდვაქცინაციის შემდეგ ადამიანს კორონავირუსი შესაძლოა მსუბუქად დაემართოს, თუმცა ის ვირუსის მძიმე მიმდინარეობის და სიკვდილიანობის პრევენციას ახდენს.
“ყველა ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში ადმინისტრირდება, დაახლოებით 100% ალბათობით იცავს მძიმე გართულებებისგან და სიკვდილიანობისგან“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, მსოფლიოში 564 ადამიანია ვაქცინირებული, აცრის შემდგომი გართულებებით გარდაცვალების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, რაზეც მიმდინარეობს მოკვლევა, რეალურად დაკავშირებულია თუ არა გარდაცვალება ვაქცინაციასთან.