საზოგადოება
24/09/2021

ამირან გამყრელიძე: თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღა მძიმე იქნება

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეხუთე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი თუ არ გაიზრდება, მეხუთე ტალღა მძიმე იქნება. 

"აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავამთავრებთ. მეხუთე ტალღა მთელ მსოფლიოში იქნება, მათ შორის ჩვენთანაც. თუ ავიცრებით და გვექნება მოცვის კარგი მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება, თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღა იქნება მძიმე", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.