საზოგადოება
20/07/2021

ამირან გამყრელიძე: წითელ ზონაში გადავედით, გამკაცრებები იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. 

“ჩვენ დაახლოებით იმ დონეზე ვართ, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს. დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს- ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ, მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელეს პირბადის გამოყენების გამკაცრებაზე და დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებაც შევა. მსჯელობა იყო აღსრულების მექანიზმის გამკაცრებაზეც. 

ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, ღია სივრცეში, სადაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იკრიბება, პირბადე გამოიყენონ.  

მან აქვე დასძინა, რომ პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეშიც შემცირდა. 

“ჩვენ წარვადგინეთ რეკომენდაციების მთელი ნუსხა, სადაც ერთის მხრივ მთავარია ვაქცინაციის პროცესის ინტენსიფიცირება, მეორეს მხრივ გონივრულობის ფარგლებში დაწესება გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება გაუარესების ტენდენცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მკაცრი შეზრუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022