საზოგადოება
13/03/2021

ამირან გამყრელიძე: წელს საქართველოში 1 700 000 ადამიანი აიცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სამედიცინო პერსონალის შემდეგ მოხუცთა თავშესაფარში აიცრებიან.

„მოხუცთა თავშესაფარში ხანდაზმულების და მომვლელი პერსონალის საერთო რაოდენობა 2 000-ია.

შემდეგ გადავალთ მესამე პრიორიტეტულ ჯგუფზე, ეს გახლავთ ასაკობრივი პრიორიტეტიზაცია, 75 წელს ზემოთ მოსახლეობა და ასე მივყვებით ჩვენი გეგმის მიხედვით“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, წელს საქართველოში გეგმის მიხედვით 1 700 000 ადამიანი უნდა აიცრას ორჯერადად.

„ჩვენ ვანგარიშობთ სადღაც 3 900 000 დოზას, რომლის მობილიზაცია წელს გაკეთდება. კოვაქსიდან 1 400 000 დოზა გარანტირებულია. მთავრობას ბევრი კონტაქტები აქვს, რომლის მიხედვითაც ეს დოზები თანდათან გაიზრდება. ზაფხულში ჩვენ გვექნება მასობრივი იმუნიზაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის,  ASTRAZENECA-ს 43 200 დოზა ვაქცინა თბილისში დღეს ჩამოვიდა. ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყება. 

Businesspartner