ამირან გამყრელიძე: წელს მოსახლეობის 60% თუ აიცრება, ეპიდემიას წერტილი დაესმება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის დამთავრების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინების მარაგი თანდათან ფართოვდება, წელს კი, როგორც დაგეგმილია, მოსახლეობის 60% თუ აიცრება, ქვეყანაში ეპიდემია დასრულდება.
“ვაქცინის გარდა, ეპიდემიის დამთავრების სხვა იარაღი არ არის. ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. ჩვენ თუ წელს დასახულ მიზანს შევასრულებთ და მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება, დარწმუნებული იყავით, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში ჯერ “ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა, შემდეგ კი, “ფაიზერი“. 3 აპრილს ქვეყანამ ჩინეთის წარმოების ვაქცინა “სინოფარმი“ მიიღო. ჩინეთი აგრეთვე აპირებს, რომ საქართველოს “სინოვაკის“ ვაქცინა უსასყიდლოდ გადასცეს.