საზოგადოება
04/02/2021

ამირან გამყრელიძე: თამბაქოს მოხმარებაზე პარლამენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს

„თამბაქოსგან მიყენებული ზიანი ქვეყანას ყოველწლიურად 1 მილიარდ ლარამდე უჯდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 1%-ით მაინც უნდა შემცირდეს. 

„2016-2020 წლებში ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების 3%-იანი შემცირება გვაქვს. თუ ყოველწლიურად 1%-ით შევამცირებთ, 10 წელიწადში ქვეყანა ბევრ რამეს მიაღწევს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, ამირან გამყრელიძე 15-16 წლის მოზარდებში თამბაქოს მოხმარების შემცირებაზეც ამახვილებს ყურადღებას. 

„15-16 წლის მოზარდებში თამბაქოს მოხმარება მცირდება. ეს საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- დასძენს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, სამსახურებში თამბაქოს მოხმარების მაღალი მაჩვენებელია, მიუხედავად იმისა, რომ დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პარლამენტს მიმართა, რომ ამაზე ყურადღება გაამახვილოს.

„ცოტა ვეშვებით და იქნებ პარლამენტმა ამაზე რამდენჯერმე ყურადღება გაამახვილოს. სამსახურში თამბაქოს მოხმარებაზე 11% არ უნდა იყოს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 90%-92% თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ემხრობა.

„გასაგებია, თამბაქოს ინდუსტრია ძალიან გვეჩხუბება, შეიძლება შემოსავლებით არ არის მთლად კმაყოფილი, მაგრამ ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

NCDC-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მოხმარება კერძო ავტომობილებშიც უნდა აიკრძალოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022