საზოგადოება
29/06/2021

ამირან გამყრელიძე: საქართველოში შემოსულ 400-ზე მეტ ტურისტს კორონა დაუდასტურდა

ბოლო 1 თვის განმავლობაში საქართველოში შემოსულ 400-ზე მეტ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ტურისტებში 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში დადასტურებული ინფექციის შემოტანის და შემდეგ მათი იზოლირების. ეს ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს მივაწოდეთ. შტამზე ვერ გეტყვით“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, მოქმედი დადგენილებით, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში არ ექვემდებარება განსაზღვრულ შეზღუდვებს - ტესტირებას, იზოლაციას. (გამონაკლისია ინდოეთიდან შემოსული პირი).

რაც შეეხება სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის წესს, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენასთან ერთად, სავალდებულოა საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიული პასუხის წარდგენა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023