საზოგადოება
02/03/2021
ამირან გამყრელიძე: საქართველო "ნოვავაქსის" ვაქცინასაც მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ახალ ამერიკულ, „ნოვავაქსის“ ვაქცინასაც მიიღებს.
მისი თქმით, აღნიშნული კოვიდვაქცინა „კოვაქს“ პლატფორმაზე 2 თვის შემდეგ განთავსდება.
„ეს არის ახალი ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.