საზოგადოება
23/03/2021

ამირან გამყრელიძე: როცა ცივი გონებით აწონი, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დეკემბრის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევები მცირდება. თუმცა, ბოლო 5 დღეა მცირედ მატების ტენდენცია შეინიშნება. 

“თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციას გავლივლით მარტსა და აპრილში, დიდი ალბათობით მესამე ტალღას ავცდებით. ხოლო თუ ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გვექნება, მოგვიწევს გამკაცრებები. პირველ რგიში უნდა გამკაცრდეს აღსრულებაზე კონტროლი, ის რაც დაწესებულია და შემდეგ ვიფიქროთ უკვე სხვა საკითხებზე.

ყოველდღიურად 500, 700 ახალ შემთხვევას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს. მაგრამ არ გვინდა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. პრევენციის გზა გადის რეკომენდაციების დაცვაზე - პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, დავიცვათ დისტანცია, დიდ თავშეყრებს თავი ავარიდოთ. ამას ემატება ვაქცინაციის გააქივება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. 

“პანდემიის და ჩვენთან ეპიდემიის დამარცხების გზა გადის მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციაზე. კიდევ მეტი მუშაობა გვმართებს, რომ მოტივაცია გაჩნდეს, ამის გარეშე ეპიდემია არ გაჩერდება. ვაქცინაციისას წინა ხუთშაბათს ტრაგიკული ფაქტი მოხდა საქართველოში, რაც ძალიან მძიმეა, მაგრამ როცა ცივი გონებით აწონი, რა თქმა უნდა ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მსოფლიოში დღეში დაახლოებით 11 ადამიანი იტარებს კოვიდვაქცინაციას. ჯამში აცრილია 458 მილიონამდე ადამიანი. 

 

Businesspartner