საზოგადოება
03/02/2021

ამირან გამყრელიძე: რესტორანში მივირთმევთ ალკოჰოლს და ახლო კონტაქტის ბევრი შესაძლებლობაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს, რომ ქვეყანაში ყველა შეზღუდვა ერთბაშად მოიხსნას, კორონავირუსის გავრცელების იმ მაჩვენებელს დავუბრუნდებით, რაც ოქტომბერ-ნომებერში გვქონდა.

მისი თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას.

„ძალიან მძიმე ტალღა გამოვიარეთ და არ გვინდა, რომ ეს გადავიტანოთ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ფრთხილად უნდა ვიაროთ, ყველა მომხრეა რომ შეზღუდვები საერთოდ არ იყოს, ან ძალიან ნაკლები იყოს, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება თანდათან უნდა მოხდეს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, როდესაც დაწესებული შეზღდვების შემსუბუქება დაიწყეს, საკოორდინაციო საბჭოზე ბევრი იმსჯელეს, სად უფრო მეტი რისკია ვირუსის გავრცელების.

„რესტორნებში, შეკრების გარდა არის სხვა რისკი. მივირთმევთ ალკოჰოლს, გამამხნევებელს, შემდეგ ბევრი ახლო კონტაქტის შესაძლებლობაა. რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესებიც, მაგრამ ეს მოხდება გარკვეული რიგითობით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ .

მისი თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სასწავლო დაწესებულებები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022