საზოგადოება
24/02/2021

ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარება 62%-მდე შემცირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში პირბადის ტარება 72%-დან 62%-მდე შემცირდა.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძელს არ გვაძლევს. ყველა რეკომენდაცია აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან, რომელიც პროგნოზირებას გვიკეთებს, ასევე ითვლის გუგლის საშუალებით პირბადის ტარების მაჩვენებელს, რომელიც შემოდგომაზე გაზრდილი იყო 72%-მდე. ბოლო მონაცემებით, გვაქვს კლება, 62%-მდე. რადგან ეპიდსიტუაციის სტაბილიზირება მიდის, ვიქმნით ილუზიას ქვეყანაში, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ. მინდა მოსახლეობას ვთხოვო, მთავარი პრევენციული ღონისძება, პირბადის ტარება კი არ შევამციროთ, არამედ 95%-მდე ავწიოთ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023