საზოგადოება
17/05/2021

ამირან გამყრელიძე: პიკის დაღმავალ ფერდზე ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მაღალია კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 

“ჩვენ ახლა ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. შეიძლება ითქვას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. თუმცა, ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, როგორიცაა სიკვდილიანობა, სამწუხაროდ ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდა 2-3 კვირის შემდეგ იზრდება. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ და მაისი როგორმე დამშვიდებისკენ ტენდენციით გავიაროთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.