საზოგადოება
12/04/2021

ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღა დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ეპიდსიტუაცია უარესდება და ბევრ ქვეყანაში დაწყებულა მესამე ტალღა.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღა ჩვენთანაც დაიწყო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა, რაც საყოველთაო გავრცელების პირველი ნიშანია.

“თუ არ მივიღებთ რადიკალურ ზომებს და არ მივყვებით რეკომენდაციებს, შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, მისი ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 20622 ადამიანია აცრილი, თუმცა აქტივობა ძალიან დაბალია.

მისი თქმით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად აუცილებელია დღეში 3 000-დან 4 000-მდე ადამიანი აიცრას.