საზოგადოება
13/07/2021

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ე.წ ინდური შტამის ცირკულაცია 20%-ს აღწევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ ინდური დელტა შტამის ცირკულაცია 20%-ს აღწევს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დელტა შტამს განსაკუთრებული გამოვლინება აქვს ბავშვებში.

"მაჩვენებელი, სამწუხაროდ უარესდება. უფრო მეტი ადამიანი უნდა აიცრას, უფრო უნდა გავაფართოვოთ ტესტირება. მით უმეტეს, გვაქვს ახალი შტამების ცირკულაცია. 20%-ზე მეტია დელტა შტამის ცირკულაცია ქვეყანაში. პროგნოზია, რომ ევროპაში დელტა ბრიტანულ შტამს აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ჩაანაცვლებს. დელტა შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თეობებს, განსაკუთრებით ბავშვებს. აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები. თუ არ გვინდა, რომ მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, უნდა დავიცვათ არსებული რეგულაციები. დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, აცრა და ღია სივრცეში თუ ბევრი ხალხია, პირბადე",- განაცხადა გამყრელიძემ.