საზოგადოება
13/05/2021

ამირან გამყრელიძე ივნისში შეზღუდვების შემსუბუქებას ვარაუდობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკურ პერიოდშია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაწესებული რეგულაციების და რეკომენდაციების დაცვა.

მისი თქმით, მაისში თუ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ იქნება, ივნისში შეზღუდვები შემსუბუქდება.

“ახლა ვართ პიკურ პერიოდში და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას და რეგულაციას, რაც ამჟამად არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირბადის ტარება. ამ ეტაპზე პირბადის ტარების მაჩვენებელი 76%-ია, მაგრამ მინდა ეს იყოს 90%-95%, მაშინ შედარებით სწრაფად დავძლევთ ამ პიკსაც. მნიშვნელოვანია შემდეგი წესების დაცვა - პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება, სანიტარული წესების დაცვა და უფრო აქტიური იმუნიზაცია. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, იმედი გვაქვს, რომ მაისს დაახლოებით ამ პარამეტრებით გავივლით, რაც ახლა გვაქვს და ივნსში ბევრად უკეთესი ინდიკატორებით შევალთ, რაც დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი გახდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023