საზოგადოება
26/04/2021

ამირან გამყრელიძე: ინდურ შტამზე აჟიოტაჟს ნუ შევქმნით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას ურჩევს, რომ ინდურ შტამთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არ შექმნან.

“რა თქმა უნდა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით. ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი. ინდოეთში ჯერჯერობით არ იციან, ეს შტამი პრევალირებს თუ ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკულირებს. ჩვენთანაც თითქმის სულ ბრიტანული შტამია“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამები ყველა იმ ვაქცინას ემორჩილება, რომელიც მსოფლიოში გამოიყნება, თუმცა მეტ-ნაკლები ეფექტურობით.

შეგახსენებთ, საქართველოში შემოსული პირები, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში და ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, 2 კვირიან კარანტინს ექვემდებარებიან.