საზოგადოება
11/05/2021

ამირან გამყრელიძე: ძალიან თუ არ "გავლაღდებით", ვირუსი 2 კვირაში უკუსვლას დაიწყებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებით ქვეყანა ახლა პიკურ პერიოდშია.

“ყოველთვის ვიძახდით, რომ აპრილის ბოლო, მაისის პირველი ორი კვირა და ცოტა მეტი პიკური პერიოდი უნდა ყოფილიყო, შემდეგ დაიწყება დაღმასვლა. ეს ეპიდემიის ბუნებივი მრუდიც არის“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 76%-მდე გაიზარდა, თუმცა იდეალური მაჩვენებელი 95% იქნებოდა.

“კარგია, სითბოს მიუხედავად ადამიანები იყენებენ პირბადეს, რომელიც დაცვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა“, - დასძენს ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ არის, თუმცა არც დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

“მედიცინაში პროგნოზირებისგან თავს ყოველთვის ვიკავებთ, მაგრამ გარკვეული პარამეტრებით მაინც ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ. ყველაფერს თუ დავიცავთ, ძალიან არ “გავლაღდებით“, ალბათ ამ 2 კვირის ფარგლებში ინფექცია თანდათან უკუსვლას დაიწყებს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის მომატება.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო 24 საათში 4 689 ადამიანი აიცრა, ეს ყველაზე მაღალი ციფრია, თუმცა საკმარისი არ არის. მაისში დღეში 6 000 ადამიანი მაინც უნდა აიცრას, ივნისში კი, ეს ციფრი 7 000- 8 000-ზე უნდა ავიდეს ყოველდღიურად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023