საზოგადოება
20/10/2021

ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული იყავით, მწვანე საშვები ამოქმედდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ ე.წ. მწვანე საშვი ამოქმედდება. 

"დარწმუნებული იყავით, მწვანე საშვები ამოქმედდება.ვერ გეტყვით როდიდან, თარიღს მე ვერ ვადგენ",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მწვანე საშვებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ექსპერტები მუშაობენ. 

მისი თქმით, მწვანე საშვების ფართოდ გამოყენებას სჭირდება, როგორც ტექნიკური დამუშავება, ისე აღსრულების ნაწილის საფუძვლიანი ანალიზი. 

Businesspartner