საზოგადოება
29/06/2021

ამირან გამყრელიძე: ჩვენ დანის პირზე გავდივართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა “დანის პირზე გადის“ - ეკონომიკას მიეცა თავისუფლება, მეორეს მხრივ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა.

მისი თქმით, საქართველოში დელტა შტამის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. გუშინ 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

“სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, საქართველოში 10%-დან 20%-მდე დელტა შტამი ცირკულირებს. ეს პროგოზირებადი იყო. დელტა შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის რიგ ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება ინტენსიური ხდება. დღევანდელი მონაცემით 85 ქვეყანაში არის ის უკვე დაფიქსირებული. მეტი სიფრთხილე გვმართებს.

ჩვენ ოქროს შუალედით მივდივართ, დანის პირზე გავდივართ.  ერთის მხრივ ზაფხულია, ეკონომიკა მეტად იხსნება, აუცილებელია მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია ყველა რეგულაციის და რეკომენდაციის დაცვა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ .

მისი შეფასებით, ივნისში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა თანაბარი იყო - არ იზრდებოდა და არც მცირდებოდა.

რაც შეეხება მოსალოდნელია თუ არა რეგულაციების განახლება ქვეყანაში, საკოორდინაციო საბჭო ეპიდსიტუაციის მიხედვით იმჯსელებს.

“ისრაელში, სადაც მოსახლეობის 60% ორჯერადად არის აცრილი, ახალი შემთხვევების ზრდა ძირითადად დელტა შტამის ხარჯზეა. დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება აღადგინა, ფიქრობს გარე სივრცეებზეც, ეპიდსიტუაცია თუ რაღაც ნიშნულზე მივა. ბრიტანეთშიც გადაიდო რეგულაციების შემსუბუქება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023