საზოგადოება
12/04/2021

ამირან გამყრელიძე: ჩინური Sinopharm-ის ეფექტიანობა 79%-86%-ია 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ არცერთ ვაქცინას არ აქვს 100%-იანი დაცულობა. 

მისი თქმით, ყველა ვაქცინა, მათ შორის გრიპის ვაქცინა, ადამიანებს იცავს ვირუსის გართულებისგან და სიკვდილიანობისგან. 

რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას “სინოფარმს“, რომელიც საქართველოშია შემოსული, სხვადასხვა კვლევებით მისი ეფექტიანობა 79%-დან 86%-ის ფარგლებში მერყეობს. ჩინური “სინოვაკის“ ვაქცინამ, კი ბრაზილიაში 51%-იანი ეფექტიანობა აჩვენა,  სხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში 70%-მდე.

“ვაქცინების განვითარება მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. დარმწუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად დახვეწილი ვაქცინები იქნება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

ინფორმაციისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან “ასტრაზენეკათი“ დაიწყო. მოგვიანებით შემოვიდა “ფაიზერის“ ვაქცინა. შემოტანილია ჩინური წარმოების ვაქცინა “სინოფარმი“, რომელიც უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული და აპრილის შუა რიცხვებში ჯანმოს აღიარებას ელოდება.