ამირან გამყრელიძე: ჩინეთი Sinovac-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადმოგვცემს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს “სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს.
“ჩინეთს 5-მდე ვაქცინა აქვს, აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება 2 ვაქცინა, “სინოვაკი“ და “სინოფარმი“. ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს “სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. თურქეთში უკვე დაახლოებით 15 მილიონი დოზაა. დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა გამოყენებული აზერბაიჯანში. ეს ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში ჯერ “ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა, შემდეგ კი, “ფაიზერი“. 3 აპრილს ქვეყანამ ჩინეთის წარმოების ვაქცინა “სინოფარმი“ მიიღო.