ამირან გამყრელიძე: ბუსტერიზაცია "ომიკრონის" წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია
ამირან გამყრელიძის განცხადებით ბუსტერიზაცია "ომიკრონის" წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.
„მოსახლეობას მივმართავთ, რომ დააჩქარონ ბუსტერ დიზის გაჯეთება, რადგან ბუსტერიზაცია ითვლება ერთ-ერთ მთავარ დამცველობით მექანიზმად "ომიკრონის" გავრცელების პრევენციისთვის. ჩვენი წინადადებაა და ამას განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი ადამიანი, არამედ ბუსტერიზირებული ადამიანი.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში 54 000 ბუსტერია გაკეთებული. რაც შეეხება ვაქცინებს შორის ინტერვალის შემცირებას, გამყრელიძის თქმით, ხვალ გაიმართება იმუნიზაციის საბჭო და იქ დააყენებნ ამ საკითხს.
"მოგეხსენებათ, რომ ჩინური ვაქცინების შემთხვევაში ისედაც გვაქვს ბუსტერისთვის 3 თვიანი შუალედი და ახლა საუბარია Pfizer და Astrazeneca-ს ვაქცინებით აცრილებზე და ასაკზეც."- ამბობს გამყრელიძე.