საზოგადოება
08/02/2022

ამირან გამყრელიძე: ბუსტერი ომიკრონს აკავებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე მთავარი ზეწოლა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სერვისებზე მოდის. 

ამირან გამყრელიძე აქვე განმარტავს, რომ აცრებზე მიმართვიანობა ისევ დაბალია. 

"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, თუმცა სრულად მართვადი. დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, ის 30%-ზე მეტია. რა თქმა უნდა, გაფართოებულია ტესტირებაც, თუმცა რიგების მიუხედავად, ტესტებზე ხელმისაწვდომობა არის. მთავარი ზეწოლა ამბოლატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე მოდის. 

აცრების მაჩვენებელი მაღალი არ არის. მრავალ მიზეზს ისიც დაემატა, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, ბევრი კონტაქტირებული ადამიანია. აქედან გამომდინარე, აცრებზე მიმართვიანობა არ არის",- განაცხადა გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, ახლა მთავარი ყურადღება ე.წ ბუსტერ დოზების გაკეთებაზე უნდა გამახვილდეს, რადგან ის ომიკრონის შტამს ეფექტურად უმკლავდება. 

დღევანდელ ვითარებაში მთავარი მოწოდება ბუსტერია. 1 200 000 ადამიანია აცრილი და იქიდან ბუსტერი მხოლოდ 180 000-მდე ადამიანს აქვს გაკეთებული. ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ბუსტერი ომიკრონს სერიოზულად აკავებს",- განაცხადა გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, დღეს კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 616 შემთხვევა გამოვლინდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023