ამირან გამყრელიძე: აცრების გაზრდა საშუალებას მოგვცემს, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება.
“დღეში 48 გარდაცვალება მაღალია, მაგრამ აღარ არის 70 და 80 შემთხვევა. ყველა მაჩვენებელი მიდის დამშვიდებისკენ.
ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ სტაბილურ სვლას გაუმჯობესებისკენ. არაფერი ჩვენ თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. ამ 1 კვირის განმავლობაში დღიური შემთხვევების მერყეობა იქნება 1500-2500-ის ფარგლებში, რაც აღარ არის 5000-6000, მაგრამ მაინც მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
ძალიან ბევრია იმაზე დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ტრანსპორტში, ვატარებთ თუ არა პირბადეს, ისევ და ისევ თავს ავარიდებთ თუ არა დიდ თავყრილობებს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას მოუწოდა, რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან.
ამირან გამყრელიძემ აქვე აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შემცირებულია და ის აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
“აცრების გაზრდა და რეგულაციების დაცვა საშუალებასმოგვცემს, ცხოვრების ნორმალურ რითმს დავუბრუნდეთ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.