საზოგადოება
30/03/2021

ამირან გამყრელიძე: აქტიური შეკრებები აპრილში ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირაში საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესდა.

“ეს ტენდენცია ჩვენ გვქონდა დაახლოებით სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში.

თუ დავიჯერებთ, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, სავალალო მდგომარეობამდე მივალთ. შეიძლება იგივე განმეორდეს, რაც იყო ნოემბერ- დეკემბერში. შეკრებები და დროსტარება აპრილში ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს. ადამიანები დიდი რაოდენობით არ უნდა შეიკრიბონ. პანდემიასთან ბრძოლის სხვა გამოსავალი არ არის, გარდა პრევენციული ღონისძიებების დაცვა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება. ყველა უნდა ავიცრათ, ვისაც ეკუთვნის აცრა. ამცრელთა რაოდენობა ბოლო დროს გაიზარდა. ვაქცინები თანდათან მეტი შემოვა ქვეყანაში და მეტი აქტიურობა გვინდა. პანდემიის დასრულების გზა გადის ვაქცინაციაზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.