საზოგადოება
25/05/2021

ამირან გამყრელიძე: აგვისტოს ბოლოს შესაძლოა შემთხვევები გაიზარდოს მუტირებული შტამების ხარჯზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება. თუმცა, არ არის გამორიცხული აგვისტოს ბოლოს შემთხვევები გაიზარდოს, მუტირებული შტამების ხარჯზე.

“ყველგან, სადაც კი შეზღუდვები მსუბუქდება, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს რეკომენდაციებს - პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და რაც შეიძლება მეტი აცრა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ორჯერადად სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 1%-ია აცრილი, ორჯერადად 3.5%.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს რიცხვი ზაფხულის შუა რიცხვებში 10%-15%-ზე ავიდეს, შემდეგ 20%-ზე და თანდათანობით რა თქმა უნდა მეტად შეგვეძლება შეზღუდვების  შემსუბუქებაზე საუბარი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023