საზოგადოება
26/01/2021

აჭარის გარდა, რეგიონებში დადებითობის მაჩვენებელი 5%-დან 8%-მდეა - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ცვალებადი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელია. აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლებია, დანარჩენ რეგიონებში კი, ეს მაჩვენებელი 5%-დან 8%-მდე მერყეობს.
 
„4%-იანი დადებითობის მაჩვენებელი, ეს ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია,რომელსაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას და გვაძლევს იმის გარანტიას, რომ იქნება შენარჩუნებული სტაბილურობა. 4%-იან მაჩვენებელს აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს კონკრეტულ რეგიონში  იმ პერიოდისთვის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. ამ ინციდენტობას ვაკვირდებით როგორც 7 დღიან, ასევე 14 დღიან ჭრილში, ვინაიდან 7 დღიან ჭრილში არ ნიშნავს, რომ დადებითი დინამიკა შენარჩუნებული და სტაბილურია.
 
აქედან გამომდინარე ვუყურებთ ამას 14 დღიან ჭრილში. ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, გარკვეულ ქმედებებზე“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე.
 
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქების ჩამონათვალი არ გაზრდილა.
 
„სამომავლოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში დადებითი დინამიკა გრძელდება, დავამატებთ რეგიონებს და გავაფართოვებთ ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები და ეკონომიკა ასე ელოდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
 
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება. აგრეთვე ამოქმედდება სასწავლო დაწესებულებები.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022