საზოგადოება
04/09/2020

აბასთუმნის განახლებული ობსერვატორია ახალი ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვება

აბასთუმნის განახლებული ობსერვატორია ტექნიკითა და ავეჯით (როგორც საოფისე, ასევე გარე სივრცის) აღიჭურვება.

ტექნიკისა და ავეჯის შესაძენად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო განაცხადის მიხედვით, ტექნიკის შეძენაზე დაახლოებით 211 740 ლარი, ავეჯის შეძენაზე კი 102 871 ლარი დაიხარჯება. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

აბასთუმნის ობსერვატორიის განახლება წლის დასაწყისისთვის დასრულდა. პროექტზე 4,5 მლნ ლარი დაიხარჯა. როგორც მაშინ ითქვა შენობაში მოეწყობა კაფე, საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება ბიბლიოთეკა. ობსერვატორიაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და კაფეც.

უნდა მოეწყოს ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაც.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა, ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022