აბასთუმანში მრავალფუნქციური ავტოსადგომი აშენდება
აბასთუმანში ავტოსადგური და ღია ავტოსადგომი მოეწყობა.
მშენებლობის მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევის მომსახურების შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.
იგეგმება მრავალფუნქციური ავტოსადგომის და მისი ცენტრალურ საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი ორი სახიდე გადასასვლელის მოწყობა.
მიმწოდებელი ვალდებულია მოამზადოს ავტოსადგურის, ღია ავტოსადგომისა და ხიდის (ან ხიდების) დეტალური პროექტი, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების, ასევე ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 450 000 ლარია.