საზოგადოება
22/03/2021

65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების კოვიდვაქცინაცია იწყება

ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 65 წლის ასაკის ზევით მოქალაქეების კოვიდვაქცინაცია დაიწყოს. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ვაქცინაციის მსურველები პორტალზე დარეგისტრირებას 25 მარტიდან შეძლებენ. 

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში. 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. სწორედ ეს ჯგუფები გახლავთ ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვისაც კოვიდინფექცია ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. პორტალი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. წინა პერიოდში კი შესძლებლობა ექნებათ, 1522-ზე მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელზეც ისინი მოახერხებენ დარეგისტრირებას“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ამასთან, მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “ასტრაზენეკა“ უსაფრთხო ვაქცინად აღიარა. 

“ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

ინფორმაციისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, 65 და 74 წლის ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია გეგმის მეორე ეტაპზე იყო გათვლილი. 

Businesspartner