საზოგადოება
02/04/2021
55 წლის ზევით ასაკის პირები, დღეიდან ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წლის ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში. აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან ექნებათ.
ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერის“ ვაქცინებია შემოტანლილი. ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი ჩაერთო, შემდეგ კი, 65 წლის ზევით ასაკის პირები. ხვალიდან საქართველოში ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზის შემოტანა იგეგმება.